ძანიოლოს იტალიის ნაკრებიდან მოკვეთა ემუქრება
მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიკოლო ძანიოლოს „რომას“ დატოვება სურდა, მაგრამ გუნდმა არ გაუშვა. ამის გამო, ახალგაზრდა იტალიელმა ვარჯიში შეწყვიტა. ამ ფაქტზე კი კლუბს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა და გუნდიდან მოკვეთა.
შექმნილი ვითარება ძანიოლოს სანაკრებო კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მიმდინარე წლის მარტში ერთა ლიგის ოთხთა ფინალია დაგეგმილი, სადაც იტალია ინგლისს უნდა დაუპირისპირდეს.
რობერტო მანჩინის შეტევაში პრობლემები აქვს და თუ ძანიოლო 2 თვის უთამაშებელი იქნება, რა თქმა უნდა, მისი განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს. არის საშიშროება, რომ ძანიოლომ დარჩენილი 6 თვე გამოტოვოს და სასურველი ფორმიდან მთლიანად ამოვარდება.
სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ მანჩინიმ ნიკოლოს ვარჯიშის შეწყვეტისგან თავის შეკავება ურჩია, მაგრამ არც „სკუადრა აძურას“ მწვრთნელის სიტყვებს დაუჯერა. სავარაუდოა, რომ ძანიოლო იტალიის ნაკრებს მიღმა დარჩება.
შეგახსენებთ, რომ „ჯალოროსის“ შემტევის გადაბირებით ყველაზე დიდ ინტერესს „ბორნმუთი“ იჩენდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრანსფერი ჩაიშალა.