ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კარეკა
Aa
Aa

ანტონიო კარეკა: „კვარა სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ჰგავს“

ბრაზილიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ La Repubblica-სთან სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა და ასევე „პარტენოპეის“ ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეაქო.

რას ამბობს კარეკა:

ნაპოლი, იტალიის მესამე ჩემპიონობისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას. ვხედავ გუნდს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, უბრალოდ, ასე უნდა გააგრძელონ. ოსიმენი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ზრდა და განვითარება. ძალიან საინტერესო ახალგაზრდაა, რომელიც არასდროს ნებდება. ის უკვე შემდგარი ბომბარდირია.

„ნაპოლიმ“ ცოტათი გამაკვირვა კიდეც, რადგან ზაფხულში ძალიან შეიცვალა. ბუნებრივია, მწვრთნელის დამსახურება ძალიან დიდია, რადგან მან კოლექტივი ერთ მუშტად შეკრა. გამარჯვების დუოკებელი სურვილი აქვს და ეს პირველ რიგში სპალეტის დამსახურებაა.

კლუბის პრეზიდენტსაც დიდი დამსახურება აქვს, რადგან მან გუნდიდან წასული ფეხბურთელები შეცვალა, მაგალითად კულიბალი, ინსინიე, მერტენსი... კვარაცხელიამ დიდი განსხვავება შექმნა: ის სანახაობაზე თამაშობს, ყველაზე სხვებზე ადრე ხვდება რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს, სამხრეთ ამერიკელს ჰგავს. ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობით, მისი ღირებულება მინიმუმ 100 მილიონი ევროა. ასევე, მერეტზეც ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მეკარეა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კარეკას კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „ნაპოლის“ შემადგენლობაში აქვს გატარებული. ვეტერანი ბრაზილიელი „პარტენოპეიში“ 1987-1996 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩარატებულ 164 მატჩში 73 გოლის გატანა შეძლო.

62 წლის კარეკა 1982-1993 წლებში ბრაზილიის ნაკრებშიც გამოდიოდა და „სელესაოს“ მაისური 64 შეხვედრაში მოირგო, მის ანგარიშზე კი 30 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: კვარამ და ოსიმ ნაპოლის შეტევა ააფეთქეს
Il Mattino: კვარამ და ოსიმ ნაპოლის შეტევა ააფეთქეს