ჰაკიმ ზიეჩი, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

ჩელსიმ ენცოს ტრანსფერი დაადასტურა - ზიეჩი სტემფორდ ბრიჯზე რჩება

ლონდონის „ჩელსიმ“ ენცო ფერნანდესის ტრანსფერი დაადასტურა. არგენტინელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და „არისტოკრატებმა“ მის სანაცვლოდ 121 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული თანხა დაემატება.

„ლურჯები“ გამოსასყიდს 6 ნაწილად დაფარავენ, თუმცა პირველ ჯერზე, „ბენფიკას“ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფერნანდესი კლუბს საკუთარ მომავალს 2031 წლის ივნისამდე დაუკავშირებს. ენცოს გრძელვადიანი კონტრაქტი „ჩელსის“ პოლიტიკითაა განპირობებული, რომლის მიზანიც, ფინანსური ფეარ პლეის ნორმების დაცვა გახლავთ.

„არისტოკრატებთან“ დაკავშირებით, კიდევ ერთ ფეხბურთელზე დაიწერა და გაირკვა, რომ ჰაკიმ ზიეჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ რჩება. მაროკოელი შემტევი „პარი სენ-ჟერმენში“ უნდა გადასულიყო და ფრანგულ გრანდს მისი იჯარის წესით გადაყვანა სურდა, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, გარიგება ჩაიშალა.

ფრანგულმა გრანდმა საფრანგეთის ლიგაში აპელაცია შეიტანა, რომელიც არ დააკმაყოფილეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაიწერა და გაირკვა, რომ „პარკ დე პრენსის“ ბინადრებს უარი მიუვიდათ. პსჟ „ჩელსის“ ქმედებების გამო, განრისხებულია, თუმცა ამ ეტაპზე, ვერაფერს გახდება.

რა მოხდა ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენს შორის

1 - ჩელსიმ არასწორი დოკუმენტები გაუგზავნა

2 - ჩელსიმ სწორი დოკუმენტები გაუგზავნა, რომლებიც ხელმოწერილი არ ყოფილა

3 - ჩელსიმ დოკუმენტების მეორე ვერსია გაუგზავნა, ისევ ხელმოწერის გარეშე

4 - ჩელსიმ სწორი დოკუმენტები გაგზავნა, რომლებიც ხელმოწერილი იყო, მაგრამ გვიანი გახლდათ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: კვარამ და ოსიმ ნაპოლის შეტევა ააფეთქეს
Il Mattino: კვარამ და ოსიმ ნაპოლის შეტევა ააფეთქეს