ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

კიეზა: კვარამ და ოსიმ უდიდესი ჰარმონია იპოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა, ფედერიკო კიეზამ Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტევიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებაც ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მისსა და დუშან ვლაჰოვიჩის დუეტს იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე კვარაცხელიასი და ოსიმენის, ფეხბურთელი ასე პასუხობს:

„ოსი-კვრას წყვილი სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია, ორივე შესანიშნავ ფორმაშია და რაც ყველაზე მთავარია, სეზონის დასაწყისიდანვე ერთად თამაშით უდიდესი ჰარმონია იპოვეს. მე და დუშანს გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ „ფიორენტინაში“ ყოფნის პერიოდში ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ვიმედოვნებთ, რომ ამას „იუვენტუსშიც“ ვიპოვით. ვწუხვარ, რომ „მონცას“ წინააღმდეგ არ ვიყავი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდს ვლაჰოვიჩი და პოგბა დაუბრუნდნენ. მცირე პრობლემა მქონდა, სანერვიულო არაფერია. კოპა იტალიაზე, „ლაციოს“ წინააღმდეგ აუცილებლად ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტმა „ნაპოლის“ სასარგებლოდ 38 გოლის გატანა შეძლო. ორი კვირის წინ „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსსაც“ შეხვდა და მეტოქე 5:1 გაანადგურა. ბოლოს, ნეაპოლიტანელებმა „რომასთან“ 2:1 გაიმარჯვეს, მომდევნო შეხვედრა კი 5 აპრილს, „სპეციას“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა თავისი ქვეყნიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა“ - რუბინის ყოფილი სპორტული დირექტორი
„ხვიჩა თავისი ქვეყნიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა“ - რუბინის ყოფილი სპორტული დირექტორი