ჰაკიმ ზიეჩი
Aa
Aa

რატომ არ გამოვიდა ზიეჩის ტრანსფერი - რას აპირებს პარი სენ-ჟერმენი

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელის, ჰაკიმ ზიეჩის მომავალი ბურუსითაა მოცული. მაროკოელი შემტევი „პარი სენ-ჟერმენში“ უნდა გადასულიყო და ფრანგულ გრანდს მისი იჯარის წესით გადაყვანა სურდა, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, გარიგება ჩაიშალა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბებმა ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს, მაგრამ „ჩელსიმ“ „პარი სენ-ჟერმენს“ ისინი დროულად ვერ გადაუგზავნა, რის გამოც, მათი დარეგისტრირება ვერ მოხერხდა და ძალა არ გააჩნიათ. იწერება ისიც, რომ „ლურჯებმა" არასწორი დოკუმენტები 3-ჯერ გაგზავნეს. ფრანგი ჟურნალისტების მიხედვით, „პარკ დე პრენსის“ ბინადრები გამოსავლის პოვნაზე მუშაობენ და საფრანგეთის ლიგაში აპელაციის შეტანას აპირებენ.

საინტერესოა, რომ ზიეჩი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ტრანსფერი დაჩქარებულიყო და გარიგება დროულად დახურულიყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. Le Parisien-ის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ აპელაციას უახლოეს საათებში შეიტანს, მაგრამ მცირეა შანსი, რამეს მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ ზიეჩი „ჩელსის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. „არისტოკრატების“ მაისურით მან 98 შეხვედრა გამართა და 14 გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო პერიოდში სათამაშო დრო არ ეძლევა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, მოედანზე მხოლოდ 424 წუთი აქვს გატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ფაქტი - რეიმსი ყველა მატჩის შემდეგ 22 000 ევროთი ჯარიმდება
უცნაური ფაქტი - რეიმსი ყველა მატჩის შემდეგ 22 000 ევროთი ჯარიმდება