ბორდოს დასანანი მარცხი - დავითაშვილი ლიდერთან აქტიური იყო
საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდომ“ ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, ქართველი გარემარბი 76-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, ანგარიში „ლე ავრმა“ მე-15 წუთზე გახსნა. 22-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დავითაშვილმა იაქტიურა, მეტოქის ორ მცველს თავბრუ დაახვია და თანაგუნდელის მისამართით ზუსტი პასი შეასრულა, თუმცა სახიფათო მომენტი გოლით არ დასრულდა.
დავითაშვილის საუკეთესო მომენტები
55-ე წუთზე „ბორდომ“ ანგარიში ნსიმბას გოლით გაათანაბრა.
„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა დავითაშვილი 76-ე წუთზე შეცვალა, ორი წუთის შემდეგ კი „ლე ავრმა“ გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ შეხვედრის შემდეგ „ლე ავრმა“ ლიდერობა გაიმყარა, 46 ქულით პირველ ადგილზეა, „სოშოსა“ და „ბორდოს“ 10-10 ქულით უსწრებს.
22-ე ტურში „ბორდო“ „პაუს“ ესტუმრება, შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართება.