ზაბიცერი მანჩესტერში გაფრინდა - ტრანსფერი გადაწყვეტილია
Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნის“ 28 წლის ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას მშრალი იჯარის გაფორმებაზე მიაღწიეს.
❗️News #Sabitzer: Agreement between Bayern AND @ManUtd! Player said YES hours ago. Sabitzer is on verge to join #MUFC. It’s a loan. He is on his way to Manchester now. Chelsea out for now. @SkySportDE ???????? pic.twitter.com/l2zHNZQxLU
— Florian Plettenberg (@Plettigoal) January 31, 2023
ინგლისური კლუბი კრისტიან ერიქსენის შემცვლელად ზაბიცერის გარდა „ლიონის“ 24 წლის ნახევარმცველის, უსემ აუარის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა ერიკ ტენ ჰაგისთვის პრიორიტეტი ზაბიცერი იყო.
შეგახსენებთ, კრისტიან ერიქსენი ტრავმირებულია. როგორც მინიმუმ აპრილის ბოლომდე ვერ დაბრუნდება. სკანდინავიელის ტრავმის გამო სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „მან. იუნაიტედმა“ მისი შემცვლელის პოვნა განიზრახა და მარსელ ზაბიცერთან შეთანხმებას მიაღწია.
ფეხბურთელი მანჩესტერში გაფრინდა, კადრები აეროპორტიდან ტორბენ ჰოფმანმა გაავრცელა.
Finale Verhandlungen mit Manchester! Sabitzer vor dem Abflug nach England. Geht vorerst um Leihe mit Kaufoption. @FCBayern Exklusive Bilder @SkySportDE @SkySportNews pic.twitter.com/XpvobxWKXL
— Torben Hoffmann (@Sky_Torben) January 31, 2023
„ადმირა ვაკერის“, ვენის „რაპიდის“, „ლაიფციგისა“ და „ზალცბურგის“ ყოფილი ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი 2021 წლის ზაფხულიდან „ბაიერნში“ თამაშობდა. 2021-22 წლების სეზონში ზაბიცერმა „ბაიერნთან“ ერთად ბუნდესლიგა მოიგო, შემდეგ კი - გერმანიის სუპერთასი.