ხვიჩა კვარაცხელია, მანჩესტერ სიტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ხვიჩა მან. სიტიში? - Daily Mail-ი გუარდიოლას სატრანსფერო მიზნებზე

Daily Mail-ის ინფორმაციით, „მან. სიტი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. სასურველი მოთამაშების სიაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. წყაროს ინფორმაციით, თუ ფოდენი შუაში შეიწევს მისთვის საყვარელ პოზიციაზე (ჰოლანდის უკან ითამაშებს), „ქალაქელები“ რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერებზე იმუშავებენ.

Daily Mail: „მან. სიტი“ ლეაოს გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. ასევეა, ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით, რომელსაც ევროპაში ბევრი მსურველი ჰყავს“.

რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას გარდა პეპ გუარდიოლა ჯუდ ბელინგემისა და ჯეიმს მედისონის ტრანსფერებზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი ერთ-ერთი ლიდერია და პირველ ადგილს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან იყოფს. „რომასთან“ „კვარა“ კიდევ ერთხელ გამოირჩა და ვიქტორ ოსიმენს უპასა. ცნობისთვის, „ნაპოლის“ 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ უშუალო კონკურენტს, „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სატრანსფერო თანხა ცნობილია -  Sky Sport-ის ჟურნალისტი ბუდუს ტრანსფერზე
სატრანსფერო თანხა ცნობილია - Sky Sport-ის ჟურნალისტი ბუდუს ტრანსფერზე