სატრანსფერო თანხა ცნობილია - Sky Sport-ის ჟურნალისტი ბუდუს ტრანსფერზე
Sky Sport-ის ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა ბუდუ ზივზივაძის „კარლსუეში“ ტრანსფერზე დაწერა. მისი ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ზივზივაძის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა, ფეხბურთელი გამოისყიდა და გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. პლატენბერგი აღნიშნავს, რომ ზივზივაძე საინტერესო ფორვარდია.
News Budu #Zivzivadze: The 28 y/o striker from Fehervar will join @KarlsruherSC confirmed! Permanent deal. Transfer fee around €200k. Contract until 2025. Interesting striker for KSC. Player is in Karlsruhe already. @SkySportDE ???????? pic.twitter.com/QXX915TfFp
— Florian Plettenberg (@Plettigoal) January 31, 2023
„კარლსუეს“ სპორტული დირექტორი ოლივერ კროიცერი ზივზივაძის შესახებ:
„მას გასულ ზაფხულშიც ვაკვირდებოდით, მისი გადაბირება გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. ბუდუს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, ჩვენს შეტევით ხაზს გააძლიერებს. ბუდუ შეტევაში უნივერსალი და მრავალფეროვანი მოთამაშეა“.
ოლივერ კროიცერი 1991-97 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა, ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო, ერთხელ კი - UEFA-ს თასი. 2011 წელს „კარლსრუეს“ სპორტული დირექტორი გახდა და ერთი სეზონი ალექსანდრე იაშვილთან მუშაობდა. 2011-12 წლების სეზონში „კარლსრუე“ მესამე ბუნდესლიგაში გავარდა, რის შემდეგაც იაშვილმა და კროიცერმა გუნდი დატოვეს. იაშვილი „ბოხუმში“ გადავიდა, კროიცერმა კი „ჰამბურგში“ გააგრძელა მუშაობა. 2016 წელს კროიცერი „კარლსრუეში“ დაბრუნდა და მას შემდეგ სპორტული დირექტორია.
შეგახსენებთ, „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერია, რომელიც 2007-09 წლებში იაშვილის თანაგუნდელი იყო. გერმანული BNN-ის ინფორმაციით, ზივზივაძის ვარიანტი გერმანულ კლუბს იაშვილმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.