პარი სენ ჟერმენი, კეილორ ნავასი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

Relevo: ნავასი ნოტინგემ ფორესტში ითამაშებს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი და ინფორმაციები ელვის სისწრაფით ვრცელდება.

Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო ახალ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ კეილორ ნავასი სულ მალე „ნოტინგემ ფორესტის“ ღირსებას დაიცავს. მორეტოს თქმით, მოსაგვარებელი სულ მცირე დეტალებია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ კოსტა-რიკელი მეკარის პარიზული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც დონარუმა შეუერთდა გუნდს. პირველ სეზონში ჯიჯო და კეილორ სათამაშო წუთებს იყოფდნენ, მაგრამ პოჩეტინოს წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

კრისტოფერ გალტიე უპირატესობას იტალიელ მეკარეს ანიჭებს. ნავასი კი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად იქცა. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, მას არ აწყობს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს. „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.

ცნობისთვის, 36 წლის მეკარე პარიზულ გრანდს 2019 წელს „რეალიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დრემდე, ნავასმა პსჟ-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 108-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შემოწმება გაიარა - ზიეჩი პსჟ-ში მალე გაოფიციალურდება
სამედიცინო შემოწმება გაიარა - ზიეჩი პსჟ-ში მალე გაოფიციალურდება