ჩელსი, პსჟ, ჰაკიმ ზიეჩი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - ზიეჩი პსჟ-ში მალე გაოფიციალურდება

ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურობს და გუნდში არაერთი ფეხბურთელი მიიყვანა, მათ შორის შემტევი სტილის. აქედან გამომდინარე, „არისტოკრატებმა“ გადაწყვიტეს, რომ თავდასხმის ხაზში ცვლილებები განახორციელონ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკიმ ზიეჩი შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’equipe ახალ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ მაროკოელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

ზიეჩი „პარი სენ ჟერმენთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თუ რამდენი იქნება მისი ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჰაკიმი ლონდონის „ჩელსის“ 2020 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, 29 წლის შემტევმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 98-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გადაწყვეტილია - ტედესკო ბელგიის ნაკრებს გაწვრთნის
ყველაფერი გადაწყვეტილია - ტედესკო ბელგიის ნაკრებს გაწვრთნის