ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, ოლივერ კროიცერი
Aa
Aa

კონტრაქტი გააფორმა - ზივზივაძე კარლსრუეში 2025 წლამდე ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით,  ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2,5-წლიანია, ბუდუ გერმანულ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ახალ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს.

მოგვიანებით, ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბუდუ ახალ გუნდში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რომელშიც მიმდინარე სეზონში ბუდუს სტატისტიკაზეა ყურადღება გამახვილებული. მან 17 მატჩში 7 გოლი შეაგდო, განსაკუთრებით კარგად კონფერენს ლიგაზე გამოვიდა, როცა ბუნდესლიგის „კიოლნს“ გაუტანა.

„კარლსრუეს“ სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა ბუდუ შეაქო და მას მრავალფეროვანი და უნივერსალი მოთამაშე უწოდა შეტევის ხაზში.

გერმანიის 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, „კარლსრუე“ საუკეთესო ათეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს