ბელგიის ნაკრები, დომენიკო ტედესკო
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყვეტილია - ტედესკო ბელგიის ნაკრებს გაწვრთნის

როგორც მოგეხსენებათ, მუნდიალის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრებმა დაკავებული თანამდებობიდან რობერტო მარტინესი გაათავისუფლა. დღევანდელ დღემდე „წითელი ეშმაკები“ მწვრთნელის გარეშე არიან.

ბელგიური მედია კი ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ გუშინ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გერმანიაში ჩაფრინდნენ და დომენიკო ტედესკოსთან მოლაპარაკება აწარმოეს.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა სპეციალისტი შეთავაზებას დათანხმდა და ის სულ მალე ოფიციალურად ჩაუდგება ბელგიას სათავეში. კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდება და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ავტომატურად ამოიწურება.

წყაროს ცნობით, ტედესკოს სამწვრთნელო შტაბში თავისი ასისტენტის ანდრეას ჰინკელის წაყვანა სურს, რომელთან ერთადაც მოსკოვის „სპარტაკში“ და „ლაიპციგში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის სპეციალისტმა „ლაიპციგთან“ ერთად ევროპის ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც „რეინჯერსთან“ დამარცხდა. დომენიკომ „რედ ბულის“ კლუბთან ერთად გერმანიის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები