ლივერპული, მადრიდის რეალი, ფერლან მენდი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - მენდი ლივერპულთან ვერ ითამაშებს

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

44-ე წუთზე ფერლან მენდიმ ტრავმა მიიღო და კარლო ანჩელოტის მისი მოედნიდან გაყვანა მოუწია. ფრანგმა მარცხენა მცველმა ლა ლიგის მატჩი „სოსიედადის“ წინააღმდეგ გამოტოვა.

დღეს კი მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ კუნთის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ავტორიტეტული გამოცემა MARCA წერს, რომ მენდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა განმეორებითი შეხვედრისთვის მზად იქნება.

ამ მომენტისთვის „სამეფო კლუბს“ საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმირებულია დავიდ ალაბაც და „ბლანკოსს“ ნომინალური მარცხენა მცველი არ ჰყავს. ხშირად ამ პოზიციაზე ნაჩო გვევლინება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კარვახალი და ლუკას ვასკესიც ტრავმირებულები არიან, ანჩელოტი ნაჩოს დაცვის მარჯვენა ფლანგს ანდობს, ხოლო „სოსიედადთან“ მატჩში მარცხნივ კამავინგა მოგვევლინა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდებიან კარვახალი და ალაბა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა „ლივერპულთან“ მატჩში დაცვის მარცხენა ფლანგზე კვლავ კამავინგა მოგვევლინოს. ლუკას ვასკესის რეაბილიტაციას კი 2 თვე სჭირდება. ცნობისთვის, „რეალისა“ და „ლივერპულის“ პირველი შეხვედრა 21 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟინიო არსენალთან ახლოსაა - მეთოფეები ტრანსფერს დღეს დახურავენ
ჟორჟინიო არსენალთან ახლოსაა - მეთოფეები ტრანსფერს დღეს დახურავენ