აპელაცია მოიგეს - უეფა და ფიფა სუპერ ლიგის კლუბებს ვერ დასჯიან
ცნობილი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, კომპანია A22-მა, რომელიც სუპერ ლიგის პროექტს ხელმძღვანელობს, მადრიდის სასამართლოში გაიმარჯვა. A22-ს აპელაცია ჰქონდა შეტანილი, რომლის მოგების შემდეგაც, გადაწყდა, რომ უეფასა და ფიფას სუპერ ლიგაში შემავალი კლუბებისთვის სასჯელის დაკისრების უფლება არ ექნებათ.
???? Exclusive: A22, promoters of the European Super League, have won their appeal in a Madrid court meaning Super League clubs can't be punished by UEFA or FIFA. This was granted after ESL formed in April 2021, then overturned. Another appeal was made and has gone in A22's favour.
— Ben Jacobs (@JacobsBen) January 31, 2023
სუპერ ლიგის გენერალური დირექტორის, ბერნდ რაიხარტის თქმით, პროექტი მკვდარი არაა და ჩანს პერსპექტივა, რომ 2024-25 წლების სეზონში, ტურნირი ოფიციალურად გაეშვას. რაიხარტის მიხედვით, კლუბები თავიანთ პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებენ და რადიკალური ცვლილებები აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგას 12 დამფუძნებელი კლუბი ჰყავდა: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ქომაგთა პროტესტის შემდეგ, პროექტი „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ გარდა ყველამ დატოვა.