ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

„ბაიერნი დიადი კლუბია“ - რეკორდმაისტერმა კანსელუ წარადგინა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჟოაუ კანსელუ წარადგინა. პორტუგალიელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ იჯარით შეუერთდა და „ალიანც არენაზე“ სეზონის ბოლომდე დარჩება, ვადის გასვლის შემდეგ კი, გერმანულ გრანდს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

„ბაიერნი დიადი კლუბია. რეკორდმაისტერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და საოცარი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაში ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ამ კლუბს ძალიან კარგად ვიცნობ. ბაიერნი ტიტულებისთვის ცოცხლობს და წარმატებას ყოველწლიურად აღწევს. მეც იგივე მიზნები მამოძრავებს და ბაიერნისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა კანსელუმ.

„ძალიან ბედნიერი ვართ, რომ კანსელუ ბაიერნის ღირსებას დაიცავს. ჩვენ იგი იჯარით გადმოვიყვანეთ და ზაფხულში მისი გამოსყიდვა შეგვეძლება. ჟოაუ არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანი ვაკვირდებოდით, რადგან მის შესაძლებლობებს ძალიან ვაფასებთ. იგი შემტევი სტილით, დინამიკურობით, მენტალიტეტითა და ხასიათით ჩვენს სისტემას იდეალურად ერგება. დარწმუნებული ვარ, კანსელუ დაგვეხმარება და წარმატებას მიგვაღწევინებს“, - განაცხადა „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ჰასან სალიჰამიჯიჩი.

შეგახსენებთ, რომ კანსელუმ „სიტი“ პეპ გუარდიოლასთან გაჩენილი კონფლიქტის გამო დატოვა. იგი მანჩესტერულ გრანდს 2019 წლის აგვისტოში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ჟოაუმ „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 154-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა თავისი ქვეყნიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა“ - რუბინის ყოფილი სპორტული დირექტორი
„ხვიჩა თავისი ქვეყნიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა“ - რუბინის ყოფილი სპორტული დირექტორი