ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი
Aa
Aa

„ხვიჩა თავისი ქვეყნიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა“ - რუბინის ყოფილი სპორტული დირექტორი

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და „რუბინში“ ხვიჩას ბოლო სეზონსაც შეეხო.

რას ამბობს იაროვინსკი:

ხვიჩასთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ დიდ კლუბში ითამაშებდა, ეს თვითონაც იცოდა. ის „რუბინში“ 3 წელი თამაშობდა და საკმაოდ დიდი გზა გაიარა, აქ მომწიფდა და გაძლიერდა. „რუბინიდან“ ის მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო წავიდა. ხვიჩას ემოციები სჭირდება, მას არ შეუძლია იმისგან იზოლირება, რაც მის გარშემო ხდება.

ახლაც, ბევრ ზრდასრულ და სერიოზულ მამაკაცს ვიცნობ, რომლებიც ამ სიტუაციის გამო ფსიქოლოგიურად გატყდნენ. ჩვენი ლეგიონერები და მათ შორის ხვიჩაც, მთელი დღე ტელეფონებთან სხედან და სიახლეებს ეცნობიან. ისინი თავისი ქვეყნების მხრიდან წარმოუდგენელ ზეწოლას განიცდიან.

„რუბინის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასიც შესახებაც ისაუბრა და გარკვეულწილად სინანულიც გამოთქვა, რომ კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ფასი არ დაწია.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფიფა ჩვენს ქვეყანაში სატრანსფერო სისტემას მთლიანად გაანადგურებდა. ფეხბურთელების დაკარგვის ასეთ რისკს ყველაზე უარეს სიზმარშიც კი არ ველოდით. ფიფამ რუსული კლუბები ფაქტობრივად გაძარცვა. 2021 წელს ხვიჩას მიმართ ერთ-ერთი ინგლისური კლუბი სერიოზულ ინტერესს იჩენდა. მოლაპარაკებების პროცესი მიდიოდა, კონკრეტული წინადადება და ოფიციალური შეთავაზება არ ჰქონიათ, მაგრამ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ეს კლუბი ერთ წელში ოფიციალური შეთავაზებით უნდა მოსულიყო, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა ყველამ კარგად იცის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ დატოვა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში გადავიდა, ივლისის დასაწყისში კი „ნაპოლის“ შეუერთდა. ოფიციალური ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“
ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“