ჟორჟინიო არსენალთან ახლოსაა - მეთოფეები ტრანსფერს დღეს დახურავენ
მიკელ არტეტას „არსენალი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და „მეთოფეების“ რადარზე ორი ფეხბურთელი იმყოფება. ლონდონელებს „ბრაიტონის“ მოთამაშის, მოისეს კაისედოს გადაბირება სურდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვნენ.
Telegraph-ის ცნობით, „არსენალი“ ჟორჟინიოთია დაინტერესებული. კლუბმა ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო და მის შანსებს „ჩელსის“ პოზიცია ზრდის, რომელიც მზადაა, იტალიელ ფეხბურთელს შეელიოს. „არისტოკრატები“ ენცო ფერნანდესს ელოდებიან და ჟორჟინიოს წასვლა პრობლემებს სწორედ ამიტომ არ უქმნით.
დავიდ ორნშტაინის ინფორმაციით, უდიდესი ალბათობით, „არსენალი“ ჟორჟინიოს დღს გაიფორმებს. „მეთოფეებმა“ „ბრაიტონისგან“ კაისედოს თაობაზე უარი მიიღეს და იტალიელ ნახევარმცველზე გადაერთნენ.
???? Arsenal advancing towards agreement to sign Jorginho from Chelsea. 31yo Italy midfielder now most likely #DeadlineDay recruit. Acceptance at #AFC that Brighton stance on Moises Caicedo means pursuit of 21yo Ecuadorian is over @TheAthleticFC #CFC #BHAFC https://t.co/6fK3jlyB8J
— David Ornstein (@David_Ornstein) January 31, 2023
90 min-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელის გარდა, ლონდონელები იური ტილემანსის ვარიანტზე ფიქრობენ. ბელგიელი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და არსენალში მიაჩნიათ, რომ ლესტერის დაყოლიება გადაულახავი დაბრკოლება არ იქნება.