ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, მილან შკრინიარი, ჰარი მაგუაერი
Aa
Aa

თუ შკრინიარი იანვარში წავა - ინტერი მაგუაერისთვის იბრძოლებს

მილან შკრინიარმა საჯაროდ დაადასტურა, რომ „ინტერს“ დატოვებს. აქედან გამომდინარე, „ნერაძური“ ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ინტერი“ ჰარი მაგუაერის გადაბირებას აპირებს. Football Italia-ს ცნობით, იტალიურმა კლუბმა „წითელ ეშმაკებთან“ მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

ახლა მთავარია ცნობილი გახდეს რას აპირებს „პარი სენ ჟერმენი“. შკრინიარს კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და ის პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მაგრამ „ინტერს“ მისი გაყიდვა სურს და ელოდება რას გადაწყვეტს ფრანგული მხარე.

თუ კრისტოფერ გალტიეს გუნდი ფულს გადაიხდის და ზაფხულს არ დაელოდება, „ნერაძური“ იმ წამსვე შეეცდება მაგუაერის ყიდვას. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ადასტურებს.

ცნობისთვის, ჰარის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კი არასახარბიელოა, რადგან ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 29 წლის ინგლისელი სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკრაინას ბოდიშს ვუხდი, ეს მექანიკურად მომივიდა“ - მალინოვსკი გოლოვინთან მისალმებაზე
„უკრაინას ბოდიშს ვუხდი, ეს მექანიკურად მომივიდა“ - მალინოვსკი გოლოვინთან მისალმებაზე