ბიოგრაფიიდან რომა წაშალა და აღარ ვარჯიშობს - ძანიოლოს წასვლა უნდა
ნიკოლო ძანიოლო უკიდურეს ზომებს მიმართავს. იტალიელმა შემტევმა „ინსტაგრამის“ ბიოგრაფიიდან „რომა“ წაშალა და ახლა მის სოციალურ ქსელში მხოლოდ გვხვდება „ათლეტი ნიკოლო ძანიოლო“.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გუნდში არავის უხარია. გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო მისი წასვლის წინააღმდეგია და პორტუგალიელი სპეციალისტის აზრს კლუბიც იზიარებს.
მიუხედავად ჟოზეს და „ჯალოროსის“ პოზიციისა, თავად ფეხბურთელი სულ სხვანაირად ფიქრობს და გუნდიდან წასვლა უნდა. მიმდინარე თვეში, „ბორნმუთი“ მასში 30 მილიონს ითხოვდა, მაგრამ ნიკოლოს აღნიშნულ კლუბში გადასვლა არ მოუნდა.
ძანიოლოს გადაბირებით „მილანიც“ ინტერესდება, მაგრამ „როსონერი“ 25 მილიონზე მეტს არ იხდის და ეს თანხა „რომას“ არ აწყობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება და სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა შემტევმა „რომას“ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. მისი კონტრაქტი კი კლუბთან 2024 წლის 30 ივნისს იწურება.