ჯენარო გატუზო
Aa
Aa

მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ვალენსიამ გატუზო გაუშვა

ვალენსიამ ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ღამურების“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

რა წერია განცხადებაში:

ორშაბათს, 30 იანვარს კლუბმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება. გაწეული სამუშაოსთვის და ერთგულებისთვის კლუბს სურს მწვრთნელს მადლობა გადაუხადოს და სამომავლოდ წარმატებები უსურვოს. გუნდი სავარჯიშო პროცესს 31 იანვარს, „ვორო“ გონსალესის ბრძანებით დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა „ვალენსია“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. გატუზოს ხელმძღვანელობით, „ვალენსიამ“ ლა ლიგაში 19 მატჩი გამართა, აქედან 8 შეხვედრაში დამარცხდა, 5-ში გაიმარჯვა, ხუთიც კი ფრედ დაასრულა. ამ ეტაპზე მამარდაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-20 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.

რაც შეეხება სალვადორ „ვორო“ გონსალესს, 59 წლის სპეციალისტს თითქმის მთელი კარიერა „ვალენსიაში“ აქვს გატარებული. გონსალესი ჯერ ფეხბურთელობის დროს ატარებდა „ღამურების“ მაისურს, შემდეგ კი კლუბში როგორც ასაკობრივი გუნდების, ისე მწვრთნელის ასისტენტად და მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. „ვორო“ გონსალესი აღნიშნულ მოვალეობას ექვსჯერ ითავსება. ის დროებით მწვრთნელად ჯერ 2008 წელს, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს, მეორედ 2015 წელს, ნუნუ ეშპრირიტუ სანტუს გაშვების შემდეგ. ამავე წელს, ის გარი ნევილის შემცვლელად დაინიშნა. 2016 წელს გონსალესმა კლუიბში პაკო აიესტარანი შეცვალა, 2016 წლის ბოლოს მან მეხუთედ ჩაიბარა გუნდი, ამჯერად ჩეზარე პრანდელის გათავისუფლების შემდეგ,  ბოლოს კი 2020 წლის ივნისში ალბერტ სელადესი შეცვალა.

სავარაუდოდ, 59 წლის სპეციალისტი ამჯერადაც დროებით მწვრთნელად დაინიშნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ვალენსიას“ ხელმძღვანელებს დამატებითი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას კარგი მატჩი და 5 სეივი - ვალენსია მაინც დამარცხდა
მამარდას კარგი მატჩი და 5 სეივი - ვალენსია მაინც დამარცხდა