„უკრაინას ბოდიშს ვუხდი, ეს მექანიკურად მომივიდა“ - მალინოვსკი გოლოვინთან მისალმებაზე
ორი დღის წინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში ერთმანეთს „მარსელი“ და „მონაკო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა მატჩმა სხვა კუთხით მიიქცია ყურადღება.
შეხვედრის ბოლოს, „მარსელის“ უკრაინელი ნახევარმცველი, რუსლან მალინოვსკი „მონაკოს“ რუს ფეხბურთელს, ალექსანდრე გოლოვინს გადაეხვია. უკრაინელი ფეხბურთლის საქციელს დიდი კრიტიკა მოყვა სამშობლოში, რის გამოც მალინოვსკის განმარტების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწია.
რას ამბობს რუსლან მალინოვსკი:
მინდა მადლობა მოვუხადო უკრაინელ ხალხს „მონაკოს“ რუსი ფეხბურთელის ჟესტზე პასუხის გამო.
მესმის, ჯობდა გვერდი ამეარა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემთან მოვიდა და მომესალმა. თამაშის შემდეგ ყველა მოთამაშე ხელს ართმევს და ეს მეც მექანიკურად გავაკეთე.
კარგად მესიმს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთქვის ეს მომენტი, მაგრამ ჩემი ხალხის მხრიდან შეურაცხყოფა და სიძულვივი წამიერი შეცდომის გამო მივიღე, თან იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის ვაკეთებთ. ეს უსიმოვნო გრძნობებს მიტოვებს და თქვენს გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს.
ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ არც კი გამოვიდოდი, რადგან საერთაშორისო შეჯიბრებიდან რუსების მოცილებას სრულად ვუჭერ მხარს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს დაიწყო. მალინოვსკის სამშობლოში საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.