ჯენარო გატუზო
Aa
Aa

უსიამოვნო ინციდენტი - გატუზო ესპანელ ოპერატორს დაუპირისპირდა

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „რეალ ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ქართველმა მეკარემ შეხვედრა 5 სეივით დაასრულა და რამდენიმე ეფექტური სეივიც შემოგვთავაზა, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. ვალენსიელებმა გოლი 89-ე წუთზე გაუშვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა როგორც მწვრთნელი, ისე ფეხბურთელები სტადიონის მისადგომებთან გაამხნევეს. ქომაგებთან „ღამურების“ დამრიგებელიც მივიდა და მათ გუნდის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიში გადაუხადა.

გატუზოსა და გულშემატკივრებს შორის რამდენიმე წუთიანი დიალოგი შედგა, თუმცა ერთ უსიამოვნო ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი. იტალიელ სპეციალისტთან ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორი მივიდა და დიალოგის გადაღება სცადა, თუმცა გატუზომ მას ხელი ჰკრა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოთხოვა.

ინციდენტის გამო მოგვიანებით როგორც კლუბს, ისე იტალიელ სპეციალისტს ბოდიშის მოხდა მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ „ვალენიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. გატუზოს გუნდს გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

„ღამურებს“ მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს, სტუმრად მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს
„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს