მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, სერხიო აგუერო
Aa
Aa

აგუერო: “ჰოლანდი საოცარია, მაგრამ ჩემპიონატს მარტო ვერ მოიგებს“

ერლინგ ჰოლანდი გოლების გატანა და რეკორდების დამხობას აგრძელებს. „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სერხიო აგუერო ნორვეგიელი თავდამსხმელის წინსვლას მხარს უჭერს, თუმცა ამბობს, რომ ჩემპიონატის მარტო მოგება მხოლოდ ლეო მესის შეუძლია.

აგუერო:

„ჯერ ყველაფერი წინ არის. მხოლოდ სეზონი ნახევარი გავიდა. ერლინგ ჰოლანდი საოცარ ფეხბურთს თამაშობს და მჯერა, რომ ბევრ ისტორიულ რეკორდს დაამხობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბრწყინვალეა, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არსებობს, რომელსაც მარტოს შეუძლია ჩემპიონატის მოგება. ასეთი ლეო მესია.

მართალია პრემიერ ლიგას „არსენალი“ ლიდერობს, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ ჩამორჩენა აღმოფხვრას. ეს მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. გუარდიოლას გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.“

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელები“ პრემიერ ლიგაში ამ მომენტისთვის 45 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა მიკელ არტეტას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში „სიტი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები