ბაიერნი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ჟოაუ კანსელო
Aa
Aa

კონფლიქტი გუარდიოლასთან - მიზეზი, რის გამოც კანსელუ სიტიდან მიდის

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟოაუ კანსელუ სულ მალე „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. ბევრს ეს ტრანსფერი გაუკვირდა, რადგან პორტუგალიელი მცველი გუარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

ბრიტანული მედია ამ საკითხზე წერს და ვიგებთ, რომ ჟოაუს და პეპს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ამის მიზეზი კი მისი ცოტა სათამაშო წუთებია. მეტიც, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის სავარჯიშო მოედანზე დაპირისპირებაც კი მოხდა.

„ვულვზთან“ მატჩის წინ, ცნობილი გახდა, რომ კანსელუ ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა და ეს 28 წლის ფეხბურთელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თავის მხრივ, გუარდიოლა მას აბრალებს, რომ მინდორზე სათანადოდ არ იხარჯება.

ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია. შექმნილი ვითარებით კი „ბაიერნმა“ ისარგებლა და კანსელუ იჯარის წესით მიჰყავს, თუმცა კონტრაქტში გამოსყიდვის უფლებაც არის შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ კანსელუ „მანჩესტერ სიტის“ 2019 წლის აგვისტოში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ჟოაუმ „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 154-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წილისყრა: ესპანეთის თასზე ელ კლასიკო გაიმართება
წილისყრა: ესპანეთის თასზე ელ კლასიკო გაიმართება