რაჯა ნაინგოლანი, სპალი
Aa
Aa

ოფიციალურად - ნაინგოლანი სპალის ფეხბურთელია

რამდენიმე დღის წინ, იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გვამცნო, რომ რაჯა ნაინგოლანი კარიერის განახლებასთან ახლოს იყო. ვეტერანი ბელგიელი „სპალს“ დაუკავშირდეს.

დღეს კი იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ნაინგოლანი „სპალის“ ღირსებას დაიცავს.

მხარეებს შორის 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო თუ „სპალი“ სერია ა-ში დაწინაურდება ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „სპალი“ სერია ბ-ში 24 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიის უმაღლეს დივიზიონში შეძლებს აღზევებას. დე როსის გუნდი პირველ ადგილოსან „ფროზინონესთან“ 24 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანი გასული წლის ოქტომბერში „ანტვერპენიდან“ გააგდეს. ამის მიზეზი ელექტრო სიგარეტის მოწევა გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ რაჯა ნასვამ მდგომარეობაში მანქანას მართავდა და ავარია მოუვიდა. ამის გამო ის სამართალდამცავებმა დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წილისყრა: ესპანეთის თასზე ელ კლასიკო გაიმართება
წილისყრა: ესპანეთის თასზე ელ კლასიკო გაიმართება