ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„2021 წელს მისით პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდებოდა“ - იაროვინსკი ხვიჩაზე

„რუბინის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ინტერვიუ Sport24.ru-ს მისცა და განაცხადა, რომ 2021 წელს, „კვარათი“ პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდებოდა.

„2021 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი ინგლისური კლუბი ხვიჩათი სერიოზულად იყო დაინტერესებული. შეთავაზებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ ერთი წლის შემდეგ, ეს კლუბი დაბრუნდებოდა.

ხვიჩასთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ დიდ კლუბში ითამაშებდა. ეს მანაც იცოდა და რუბინში გატარებული 3 წლის განმავლობაში დიდი გზა გაიარა, დაკაცდა და გაძლიერდა. ჩვენთან ყოფნის ბოლო პერიოდში, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, იგი გამოიფიტა. ხვიჩას ემოციები სჭირდება და არ შეუძლია, იზოლაციაში იყოს იმისგან, რაც მის გარშემო ხდება. უამრავ ზრდასრულ და სერიოზულ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ამ სიტუაციის გამო, განადგურებული არიან. ჩვენი ლეგიონერები, მათ შორის ხვიჩა, მთელ დღეს ტელეფონში ყურებაში და სიახლეების კითხვაში ატარებდნენ. ისინი თავიანთი სამშობლოებიდან უდიდესი წნეხის ქვეშ იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სერია A-ში კვარაცხელიამ 16 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო შედეგი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას მცველი: „გეტყვით, კვარა როგორ შეაჩეროთ“
რომას მცველი: „გეტყვით, კვარა როგორ შეაჩეროთ“