ზელენსკი: „ომი და ოლიმპიური პრინციპები ერთმანეთს მკვეთრად ეწინააღმდეგება“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის აგრესიასა და ოლიმპიურ პრინციპებზე წერს. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი ომსა და ტერორს აგრძელებს, ამ ქვეყანასთან ოლიმპიური მოძრაობის კონტექსტში საუბარი არ შეიძლება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ოლიმპიური პრინციპები და ომი ერთმანეთს მკვეთრად ეწინააღმდეგება. რუსეთმა ომი და ტერორი უნდა შეაჩეროს. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი რუსეთან საუბარი ოლიმპიური მოძრაობის კონტექსტში“.
აღნიშნულ ტექსტს უკრაინის პრეზიდენტი ნაომარ ადგილებში გადაღებულ ფოტოებს ურთავს, სადაც ჩანს, რომ სპორტსმენები ომით დაზიანებულ სპორტულ ობიექტებში ვარჯიშობენ და ომის მიუხედავად მოტივაციას არ კარგავენ.
View this post on Instagram