კონტრაქტი გაწყდება - გვილია თავისუფალი აგენტი ხდება
Twitter-ში პოლონურმა ინსაიდერულმა გვერდმა Janekx89-მა დაწერა, რომ ვაკო გვილია „რაკუვთან“ კონტრაქტის გაწყვეტასთან ახლოსაა. დიდი ალბათობით, მხარეების თანამშრომლობა შეწყდება.
ℹ️Raków Częstochowa bliski rozwiązania kontraktu z gruzińskim pomocnikiem Valerianem Gvilią.
— Janekx89 (@janekx89) January 29, 2023
ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, აგვისტოში „იაგიელონიასთან“ ითამაშა, შემდეგ ტრავმა აწუხებდა, რის გამოც სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა.
28 წლის ნახევარმცველს პოლონეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2019 წელს შვეიცარიულმა „ლუცერნმა“ ზაბჟეს „გურნიკში“ გაანათხოვრა, 2019 წელს „ლეგიას“ ფეხბურთელი გახდა, 2021 წელს ვარშავული გუნდი დატოვა და კარიერა „რაკუვს“ დაუკავშირა.
გვილია „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2019/20, 2020/21), გასულ სეზონში „რაკუვთან“ ერთად პოლონეთის თასი მოიგო.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გვილიამ 46 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო.