12 ქულა და 9 მოხსნა - ბეჟანიშვილის პროდუქტიული მატჩი G ლიგაში
NBA-ს განვითარების ლიგაში „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ „მოტორ კრუიზ სიტი“ 123:107 დაამარცხა.
გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გიორგი ბეჟანიშვილი მოხვა, რომელმაც პარკეტზე 37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 12 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 2 დაფარებაა. გიორგიმ 9-დან 5 მოხსნა შეტევაში შეასრულა.
Putback slam!! pic.twitter.com/wTGYuY7dII
— College Park Skyhawks (@CPSkyhawks) January 29, 2023
24 წლის ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა.
Giorgi B ???? pic.twitter.com/eaAOpEa5eo
— College Park Skyhawks (@CPSkyhawks) January 29, 2023
აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ მე-9 ადგილზეა, 13-დან 6 შეხვედრა მოიგო და 7 დათმო.
გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს „მაინე სელტიკსთან“ სტუმრად, 4 თებერვალს გამართავს.