სილვიო ბერლუსკონი
Aa
Aa

მონცამ იუვენტუსი დაამარცხა - ბერლუსკონის ძველი პირობა გაახსენეს

სერია A-ს მეოცე ტურში, „მონცამ“ სენსაცია გამოაცხო და „იუვენტუსს“ სტუმრად 2:0 სძლია. „ბებერ ქალბატონთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „ბიანკოროსის“ პრეზიდენტს, სილვიო ბერლუსკონის პირობა გაახსენეს, რომელიც მან თავის ფეხბურთელებს მისცა.

„მონცას“ საშობაო წვეულებაზე ბერლუსკონი სიტყვით გამოვიდა და თავის მოთამაშეებს უთხრა: „გადავწყვიტე, დამატებითი მოტივაცია მოგცეთ და თუ მილანს, იუვენტუსს ან ერთ-ერთ დიდ კლუბს დაამარცხებთ, გასახდელთან მეძავებით სავსე ავტობუსს დაგახვედრებთ“.

„იუვესთან“ მატჩის შემდეგ, ბერლუსკონის ამაზე ჰკითხეს და სილვიომ განაცხადა, რომ მოუწოდებენ, სიტყვა არ გატეხოს: „მთხოვენ, პირობა შევასრულო. იუვენტუსთან მოგების შემდეგ, 100-ზე მეტი სატელეფონო ზარი მივიღე“.

შეგახსენებთ, რომ „მონცა“ სერია A-ში 5 მატჩია არ დამარცხებულა და 20 ტურის შემდეგ, მე-11 პოზიციას იკავებს. „ბიანკოროსის“ 25 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი 6 თებერვალს ელის. სილვიო ბერლუსკონის გუნდი აუტსაიდერ „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“
ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“