ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, სებინო ნელა
Aa
Aa

ნელა: „როცა ხვიჩას თამაში პირველად ვნახე, ყბა ჩამომივარდა“

„რომასა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სებასტიანო ნელამ, რომელიც 80-იან წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, Avvenire-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს შესახებ ისაუბრა.

სებასტიანო ნელა: „ზაფხულში, როცა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჭორები გავრცელდა, ის პირველად Wyscout-ზე ვნახე, რამდენად იყო ასეთი ყურადღების ღირსი. ყბა ჩამომივარდა, მან გამაოცა, რის შემდეგაც ეჭვი მხოლოდ ერთი საკითხის მიმართ მქონდა, რამდენად შეეწყობოდა ახალ ჩემპიონატს, მაგრამ ორ წუთში მიხვდა თუ როგორ უნდა ეთამაშა სერია ა-ში.

მეღიმება, როცა ვიხსენებ მათ, ვინც ამბობდა, რომ კულიბალიმ დაგვტოვა და მისი შემცვლელის პოვნა „ნაპოლის“ გაუჭირდება. ის კიმმა შეცვალა, რომელიც თამაშს ბრწყინვალედ კითხულობს“.

მიმდინარე სეზონის სერია ა-ში ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო შედეგი აქვს.

სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ შინ „რომა“ 2:1 დაამარცხა. პირველი გოლისას საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, რომელიც ვიქტორ ოსიმენის გოლით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს