გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ერთიც და ლეგენდებს გაუთანაბრდება - შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელია

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. „შერმინატორმა“ „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და შეხვედრა 20 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა.

„ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30 გახლდათ და მიმდინარე სეზონში, ტურის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მეორედ დაისაკუთრა. გიორგიმ ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრო. მას კიდევ 2 ჯილდო სჭირდება, რათა არვიდას საბონისი და ლუ რო ჩამოიშოროს და გახდეს ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი 20-ჯერ აქვს დასაკუთრებული.

შერმადინმა პარკეტზე 25 წუთზე ნაკლები დრო გაატარა და თითოეული შანსი გამოიყენა. მისი 20 ქულა ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო და გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. იგი ასეთივე წარმატებული იყო კატეგორიაში, რომელშიც მისგან ბევრს ელიან - მოხსნებში. შერმადინმა 8 მოხსნა გაიფორმა და 4-ჯერ ბურთი შეტევაში აიღო“ - წერს ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ „ლენოვო ტენერიფეს“ 14 მოგება და 4 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს
კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს