ბრენდონ ინგრემი, სი ჯეი მაკკოლუმი, სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო, ზაიონ უილიამსონი, ჯრუ ჰოლიდეი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ჩატენვა პელიკანსთან - იანისმა 50 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი ცუდ ფორმაში მყოფ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა 135:110 მოიგო.

მატჩის ბოლოსკენ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, „ბაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაიკ ბუდენჰოლცერმა სათამაშო დრო მამუკელაშვილსაც მისცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 2 წუთი და 40 წამი გაატარა და 2 ქულა დააგროვა, რომელიც მარტივი ჩატენვით მოიპოვა.

„მილუოკის“ რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკოუნმპო იყო, რომელსაც ფენომენალური მატჩი ჰქონდა - 50 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. იანისმა 26-დან 20 ბურთი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ჯრუ ჰოლიდეიმ 17 ქულა დააგროვა, ხოლო ბრუკ ლოპესმა - 15. აღსანიშნავია, რომ „ნიუ ორლეანს“ ბრენდონ ინგრემი, სი ჯეი მაკკოლუმი და ზაიონ უილიამსონი აკლდა.

ცნობისთვის, „მილუოკის“ 33 მოგება და 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 გახლავთ. „ბაქსის“ მომდევნო გაჩერება „შარლოტ ჰორნეთსია“, რომელსაც თბილისის დროით, 1-ელ თებერვალს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს
„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს