ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ნაპოლი ყველაზე მეტად შეაშინა“ - მოურინიო

იტალიის სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ჟოზემ:

პირველივე წუთებიდან კარგად ვთამაშობდით. ოსიმენის გოლიდან უკვე 10-15 წუთში გვქონდა განცდა, რომ ანგარიში უსამართლო იყო. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ხაზი ავწიეთ და ბურთზე კონტროლი დავიბრუნეთ. ეს ფაქტია, ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც „ნაპოლი“ ყველაზე მეტად შეაშინა. სტადიონზე ჩვენთვის საშინელი გარემო იყო, თუმცა გულშემატკივრებსაც შეეშინდათ. შედეგის გათვალისწინებით, აქედან თავდაჯერებული მივდივარ. შეხვედრის ბოლოსკენ 3 ბავშვი შემოვიყვანე, ისინი შარშან, ჯერ კიდევ პლასტმასის მოედანზე თამაშობდნენ, დღეს კი აქ ითამაშეს და ამით ძალიან ვამაყობ. თავი კარგად წარმოაჩინეს. ფეხბურთი ხანდახან ძალიან უსამართლოა, რადგან გუნდი, რომელიც აშკარად უფრო მეტს იმსახურებს, აგებს. ხანდახან ჩვენც ვიმარჯვებთ დაუმსახურებლად. გულშემატკივრებს შედეგის გამო ბოდიშს ვუხდი. სევდიანი სახე მაქვს, მაგრამ გული სიამაყით სავსეა. ოთხშაბათს სტადიო ოლიმპიკოზე შევხვდებით.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გუნდის რესურსი კვირაში ერთხელ თამაშზე იყო გათვლილი. ასეთი მატჩები კვირაში 2-3-ჯერ რომ ჩაგვეტარებინა, გაცილებით უარესი შედეგი გვექნებოდა. დღეს გავრისკეთ და ფეხბურთელებმა ეს კარგად მიიღეს. მატიჩმა ძალიან კარგად ითამაშა, მანჩინი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და კვარაცხელიას ძალიან კარგად გაუმკლავდა. ასევე სმოლინგი ოსიმენს. ვიქტორზე ვიტყვი, რომ შესანიშნავი მოთამაშეა, ალბათ, იტალიაში საუკეთესო, მაგრამ თუ ერთ დღეს ინგლისში წავა, უნდა შეიცვალოს, რადგან იქ მას მოკლავენ. აქ, იტალიაში სხვანაირი დამოკიდებულებაა.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს, „რომა“ კი 37 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს
კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს