ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი სიმეონე, სტეფან ელ შაარაუი
Aa
Aa

კვარას ასისტი - ნაპოლიმ რომას მძიმე ბრძოლა მოუგო

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„პარტენოპეის“ გრიპის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა და ქართველმა ფეხბურთელმა დღევანდელი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩას 67 წუთი დაუთმო და ეს პერიოდი ქართველმა შემტევმა მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენა. მე-17 წუთზე, კვარამ „ნაპოლის“ გოლში უდიდესი როლი ითამაშა, როდესაც ვიქტორ ოსიმენს ლამაზი პასი გაუკეთა და ნიგერიელმა ფორვარდმაც უმაღლესი საშემსრულებლო ნიჭი გამოავლინა.

გოლის გარდა ხვიჩა რამდენიმე ეფექტური მოძრაობითაც გამოირჩა და კონტრშეტევებზეც სახიფათო იყო, თუმცა თავის გამოჩენა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 69-ე წუთზე, ელიფ ელმასით შეცვალა.

კვარას ყველა ეპიზოდი რომასთან:

ქართველი ფეხბურთელის გასვლის შემდეგ, „რომამ“ პირველივე შეტევაში გაათანაბრა. ზოგადად, მეორე ნახევარში მოურინიოს გუნდი უფრო აქტიური იყო და შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური გოლიც გაიტანა. ალექს მერეტის კარში ბურთი სტეფან ელ შაარავიმ შეაგდო.

გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე, ჯოვანი სიმეონემ გაიტანა, რომელიც მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის „ჯოკრად“ იქცა. არგენტინელი ფორვარდი ამჯერადაც შეცვლაზე შემოვიდა და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, სტუმრად „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 15:30 საათზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სკუდეტოს ვეღარ მოვიგებთ, მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იქნება“ - პიოლი
„სკუდეტოს ვეღარ მოვიგებთ, მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იქნება“ - პიოლი