საბა ინანეიშვილი
Aa
Aa

მარცხი ფინალში - ინანეიშვილი პორტუგალიაში ვერცხლს დასჯერდა

პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. +100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, საბა ინანეიშვილი სამხ. კორეელ მინჯონგ კიმს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა.

ფინალამდე, ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში რაფაელ სილვა იპონით დაამარცხა. ინანეიშვილი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და ჯერ რუმინელი ვლადუტ სიმიონესკუ დაამარცხა, შემდეგ წრეში სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს მოუგო, მეოთხედფინალში კი მონღოლი ოდხუ გამოთიშა ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, საქართველოს სახელით ტურნირის გამარჯვებული -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე გახდა.

საქართველოს დელეგაციამ ტურნირი ორი მედლით დაასრულა - 1 ოქრო და 1 ვერცხლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები