ილია სულამანიძე
Aa
Aa

ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებულია!

ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებულია. -100 კგ.წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ დოტა არაის შეხვდა და ორი ვაზარით დაამარცხა.

ფინალამდე, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ნახევარფინალში უკრაინელი ანტონ სავიტსკი ორი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში ავსტრიელ ლაურინ ბოელერს მოუგო, უფრო ადრე კი პორტუგალიელი დიოგუ ბრიტეში გამოთიშა ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს საბა ინანეიშვილის. +100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი რამდენიმე წუთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები