ილია სულამანიძე, საბა ინანეიშვილი
Aa
Aa

ორი ოქროს შანსი! - სულამანიძე და ინანეიშვილი ფინალში არიან

პორტუგალიაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციას 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

-100 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის ილია სულამანიძე იბრძოლებს. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ჩეხი ლუკას კრპალეკი დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ახევარფინალამდე სულამანიძემ მეოთხედფინალში უკრაინელ ანტონ სავიტსკის გაფრთხილებებით მოუგო, უფრო ადრე კი ავსტრიელი ლაურინ ბოელერი მოუგო და პორტუგალიელი დიოგუ ბრიტეში გამოთიშა ასპარეზობას.

ამავე წონაში დიდი შანსი იყო რომ ქართული ფინალი გვეხილა. სულამანიძის გარდა, -100 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ერეკლე ბაზიერიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც ნახევარფინალამდე შეძლო მისვლა, თუმცა სამწუხაროდ იაპონელი დოტა არაის დამარცხება ვერ შეძლო და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება.

+100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს საბა ინანეიშვილიც, რომელმაც ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა ვაზარით დაამარცხა.

ინანეიშვილი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და ჯერ რუმინელი ვლადუტ სიმიონესკუ დაამარცხა, შემდეგ წრეში სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს მოუგო, მეოთხედფინალში კი მონღოლი ოდხუ გამოთიშა ასპარეზობას.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მედლებთან ერთად ფულად ჯილდოს მიიღებენ - UWW-მ ცვლილებები დანერგა
მედლებთან ერთად ფულად ჯილდოს მიიღებენ - UWW-მ ცვლილებები დანერგა