მამარდას კარგი მატჩი და 5 სეივი - ვალენსია მაინც დამარცხდა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და საკმაოდ რთულ შეხვედრაში, სამწუხაროდ ბოლო წუთებზე მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
სუბიექტურობაში არ ჩაგვეთვლება, თუ ვიტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი „ღამურების“ შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშე იყო. ესპანური მედიის მიერ, „ქართველ კედლად“ წოდებულმა მამარდამ 5 სეივის შესრულება შეძლო, აქედან ორ შემთხვევაში კი საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია 61-ე წუთზე შესრულებული მოგერიება, როდესაც მამარდაშვილმა პირისპირ დარჩენილ მეტოქის თავდამსხმელს არ გაატანინა.
სამწუხაროდ, გიორგის გმირობა ამაო გამოდგა და 89-ე წუთზე „ვალენსიამ“ გოლი მაინც გაუშვა. ამ ეპიზოდში მამარდაშვილი უძლური იყო და საკუთარი გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონია.
მამარდაშვილის სეივები ვალიადოლიდთან:
ჯენარო გატუზოს გუნდი ზედიზედ 4 მატჩია ვერ ახერხებს მოგებას. „ვალენსიას“ ანგარიშზე ბოლო ოთხ შეხვედრაში 3 მარცხი და 1 ფრეა. საერთო ჯამში, 18 ტურის შემდეგ „ღამურები“ 20 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონასთან 3 ქულა აშორებთ.
გიორგი მამარდაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს, სტუმრად მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ელის.