ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი, საბა ინანეიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ერეკლე ბაზიერიშვილი, ლევან მატიაშვილი
Aa
Aa

პორტუგალიის გრან პრი: ინანეიშვილი 1/4-ფინალშია

ძიუდოში, პორტუგალიის გრან პრის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ასპარეზობას ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი და საბა ინანეიშვილი აგრძელებენ.

ნიკა ხარაზიშვილს (-90) უნგრელმა როლანდ გოზმა იპონით სძლია.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90) დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა ეგვიპტელ ომარ ელრამილთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

ილია სულამანიძემ (-100) პორტუგალიელ დიოგო ბრიტის იპონი შეუსრულა და შემდეგ ეტაპზეა.

ერეკლე ბაზიერიშვილმა (-100) კოსოვოელი შპატი ზეკაი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგ ალექსანდრ იდირისთან იპონით გაიმარჯვა.

საბა ინანეიშვილმა (+100) ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, რუმინელ ვლად სიმონესკუსთან შეხვედრაში იპონი შეასრულა, სლოვაკი ვიტო დრაგიჩის ძლევით 1/4-ფინალში გავიდა.

ლევან მატიაშვილი (+100 ყაზახ ადილ ორაზბაევთან ვაზარით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე ჯერ მედალი არ მოუპოვებია. პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, ფინალური ბლოკი 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები