აგუერო: თუ ლეო ასე გააგრძელებს, 2026-ის მუნდიალზე ადვილად ითამაშებს
სერხიო აგუერო თვლის, რომ ლიონელ მესი, სურვილის შემთხვევაში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
„თუ ლეო ასე თამაშს გააგრძელებს, ვფიქრობ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადვილად ითამაშებს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია საკუთარ თავზე, მენტალიტეტზე. მაგრამ აქ პროგნოზირება შეუძლებელია - ალბათ ის დაიღლება და დასვენება მოუნდება. ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. სანამ ის სიამოვნებას იღებს.
მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვით ყველაფერი შეგიძლია. მომავალ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ სამი წელია დარჩენილი. ამ მუნდიალზე მან აჩვენა, რომ ფიზიკურად იდეალურად არის მომზადებული“,
- განაცხადა აგუერომ.
კატარის მუნდიალის დასრულების შემდეგ, ლეო მესიმ განაცხადა, რომ ის არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონის რანგში თამაშს გეგმავდა და სანაკრებო კარიერას ჯერ არ დაასრულებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლეო 2024 წლის კოპა ამერიკაზე ითამაშებს, რომელსაც აშშ უმასპინძლებს.
აი რა მოხდება აქედან 2 წელში და იქნება, თუ არა „ლა პულგა“ კანადა-აშშ-მექსიკის მუნდიალზე, ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.