ზინედინ ზიდანი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესთან ცუდი ურთიერთობა აქვს - ზიდანის დაბრუნების შანსი მცირეა

RMC Sport-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის „რეალში“ დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია. ფრანგ სპეციალისტს „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ცუდი ურთიერთობა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ზიდანმა „რეალში“ დიდი წარმატებით იმუშავა და კლუბთან ძლიერი კავშირი აქვს, მისი „რეალში“ დაბრუნების ალბათობა არსებობს, თუმცა ეს საკმაოდ მცირეა. მიზეზად მასსა და პერესს შორის არსებული ცივი ურთიერთობაა.

ზიდანმა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2021 წლის მაისში დატოვა და მას შემდეგ არსად უმუშავია.

50 წლის სპეციალისტი ესპანურ გრანდს 2016-18 და 2019-21 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო (2015–16, 2016–17, 2017–18). გარდა ამისა, ლა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა.

ფრანგული მედია იუწყებოდა, რომ 2022 წლის კატარის მუნდიალის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზიდანი გახდებოდა, თუმცა დიდიე დეშამმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და ზიდანის დანიშვნა გამოირიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები