ანხელ დი მარია
Aa
Aa

დი მარია: ჩემ მიმართ კრიტიკა გულს მტკენდა, თუმცა ვაჩვენე რა შემეძლო

ანხელ დი მარიამ მის მიმართ კრიტიკაზე ისაუბრა.

- ისაუბრეთ მათზე, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერდათ, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ კარიერის დასრულებაზე? რა კრიტიკამ გაწყენინა ყველაზე მეტად?

„ყველაზე მეტად რაც მტკივა, იყო კრიტიკა, რომელმაც გული მატკინა. მაგალითად ის, რომ ფინალებს ტრავმის გამო ვტოვებდი, რაც ხშირად მემართებოდა.

საბოლოოდ, ღმერთმა მომცა რევანშის საშუალება და სამი ფინალის შემდეგ, რომელშიც ჩემი შესაძლებლობები 100%-ით ვერ დავამტკიცე, 2022 წელს ფინალისიმასა და მუნდიალის ფინალში ვაჩვენე რაც შემეძლო და რაც ხდებოდა ჩემს თავს.

ტრავმებმა ბევრი მავნო, თუმცა ახლა მისი გვერდის ავლა შევძელი და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამ კრიტიკამ დამაზარალა. მარტო მე არ ვარ, არგენტინელებისთვის მტკივნეულია გამუდმებით ერთი და იმავეს მოსმენა“.

- ისეთი განცდა მაქვს, რომ საფრანგეთს სჯეროდა, რომ მოიგებდა. გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, იყო საუბარი იმაზე, რომ არგენტინამ ბინძურად ითამაშა და არასათანადოდ მოიქცა. როგორ მიიღე ეს ყველაფერი?

„მსოფლიო ჩემპიონატზე რაც ვნახე და რაც ფინალამდე მოხდა, ვფიქრობ, რომ ლეო მესის გამო საფრანგეთს მთელ მსოფლიოში ნაკლები გულშემატკივარი ჰყავდა, ვიდრე არგენტინას.

პირველი დღიდან ბოლო დღემდე ყველას სურდა, რომ ლეო ჩემპიონი გამხდარიყო“,

- განაცხადა დი მარიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო: “ნაპოლის დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავს“
მოურინიო: “ნაპოლის დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავს“