პირს მორგანი: “ალ ნასრში გადასვლა რონალდუს მესისთან უპირატესობას ანიჭებს“
კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრში“ გადასვლას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ჟურნალისტი პირს მორგანია.
რა თქვა მორგანმა?
„ჩვენი ინტერვიუდან მიღებული შედეგების წყალობით, რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ სატრანსფერო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ახლა ის 37 წლის ასაკში მსოფლიო სპორტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანია.
კრიშტიანუ ახლაც იმას აკეთებს, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში. „ალ ნასრში“ გადასვლა მას ჩემთვის მესისთან მიმართებაში უპირატესობას ანიჭებს. ეს რონალდუსთვის ახალი გამოწვევაა. ითამაშო ახლო აღმოსავლეთში, სადაც ფეხბურთი ნამდვილად იფეთქებს.
ეს ყველაფერი კატარში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმაც დაამტკიცა, სადაც მაროკო ნახევარფინალში გავიდა, ხოლო საუდის არაბეთმა საბოლოო გამარჯვებული არგენტინა და მესი დაამარცხა.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდი საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე „ალ იტიჰადთან“ 1:3 დამარცხდა და ტიტულის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.
❌ Knocked out in the Saudi Super Cup semifinals
— B/R Football (@brfootball) January 26, 2023
❌ Zero goals in two games
Tough start at Al-Nassr for Cristiano Ronaldo ???? pic.twitter.com/6QDfVFt1B8