ისტორიული მომენტი: ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია
ფინეთის ქალაქ ესპოო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, 26 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამით მაყურებლების წინაშე ქალი მოციგურავეები წარდგნენ, რომელიც ქართველმა მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ მოიგო. გამოსვლის შემდეგ, ანასტასიამ საკუთარი სრიალი შეაფასა და განაცხადა, რომ ყინულზე გასვლამდე, ძალიან ნერვიულობდა:
„ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. დიახ, ბრუნისას პრობლემები იყო, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერს გავუმკლავდი. სიმართლე გითხრათ, ყინულზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი და ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან, სამზადისი ძალიან რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამ ტურნირისთვის 100 პროცენტით მზად ვიყავი, თუმცა ეს ჩემი მეორე ევროპის ჩემპიონატია და როგორღაც გამოვნახე ძალა, რათა დავმშვიდებულიყავი“.