ანჩელოტი: 80-90-იან წლებთან შედარებით აშკარაა, რომ ახლა კორუფცია არ არის
კარლო ანჩელოტი „ატლეტიკოს“ გენერალური დირექტორის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც „რეალის“ გამარჯვება მსაჯებზე ზეწოლას დააბრალა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში მატჩის შემდეგ, მიგელ ანხელ ხილ მარინმა არბიტრის მიერ სებალოსის დანდობის მომენტზე ისაუბრა: „რეალი მსაჯებზე ზეწოლას ახდენს და მათ იციან, რა ელით, თუ მადრიდს დააზარალებენ. ათწლეულების განმავლობაში იგივე ხდება - ეს არის სისტემა“.
ანჩელოტი ხილის სიტყვების შესახებ
„თანაბარი მატჩი იყო. ჩვენ ვიმსახურებთ უფრო შორს წასვლას. არა, მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს (ატლეტიკოს დირექტორის განცხადება).
არაფერი წამიკითხავს, უბრალოდ რაღაც გავიგე. აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. ჩემი ხასიათი ისეთია, რომ ყველა აზრს პატივს ვცემ. სულ ეს არის".
მსაჯების შესახებ
„ძალიან რთულია. VAR-ი გვეხმარება, განსაკუთრებით თამაშგარე სიტუაციებში. 80-90-იან წლებთან შედარებით აშკარაა, რომ ახლა კორუფცია არ არის. შეცდომები კვლავ არის, მაგრამ ევროპაში მსაჯობა ძალიან გაუმჯობესდა“, -
განაცხადა ანჩელოტიმ.