არინა საბალენკა
Aa
Aa

Aus Open: არინა საბალენკამ კარიერაში პირველი სლემი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ბელარუსი არინა საბალენკა და ყაზახი ელენა რიბაკინა დაუპირისპირდნენ. ფინალი 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა, რაც საბოლოოდ სამ სეტში საბალენკას გამარჯვებით - 4:6, 6:3, 6:4 დასრულდა.

საბალენკასთვის ეს კარიერაში გრანდ სლემის პირველი ტიტულია.

პირველი სეტი უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა რიბაკინამ ერთი ბრეიკით მოიგო და წინ გავიდა.

მეორე სეტში საბალკინა დამაჯერებელი იყო. გადამწყვეტ სეთში შანსები ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა, თუმცა ყაზახმა „ქამბექი“ ვერ შეძლო და 4:6 დამარცხდა.

ამრიგად, WTA-ს რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფი არინა საბალენკა წლის პირველი გრანდ სლემის ტურნირის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ ვაჟთა შორის ფინალი კვირას გაიმართება. ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილეტა ლეოტა: „სასიამოვნოა ხვიჩასნაირი ფეხბურთელი სერია A-ში რომ თამაშობს“
დილეტა ლეოტა: „სასიამოვნოა ხვიჩასნაირი ფეხბურთელი სერია A-ში რომ თამაშობს“