„სუფთა ენერგია დაბინძურებულ სამყაროში“ - CDS კვარასა და დიბალაზე
სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „რომას“ უმასპინძლებს. ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაზე Corriere della Sera წერს და განსაკუთრებულ აქცენტს კვარაცხელია-დიბალას დაპირისპირებაზე აკეთებს:
„კვარა და დიბალა, სპალეტისა და მოურინიოს საკვანძო მოთამაშეები არიან. ისინი იტალიური ფეხბურთის დაბინძურებულ სამყაროში სუფთა ენერგიას წარმოადგენენ - გრძელ გზას გადიან და ცოტა ენერგიას მოიხმარენ. ნაპოლიმ ქართველი 10 მილიონ ევროდ შეიძინა, რომამ კი არგენტინელი უფასოდ დაიმატა.
ქართველი უკვე თავის ფასზე 8-ჯერ მეტი ღირს. კვარა და დიბალა თავიანთ გუნდებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და მათი თამაშის ცქერა სასიამოვნოა. სპალეტიმ ხვიჩას 4-3-3 სქემაში სწორად თამაში მალევე ასწავლა.
გუნდების პირველი მატჩი კვარაცხელიასთვის დაუვიწყარი არ ყოფილა. ის შეხვედრა ნაპოლიმ ოსიმენის გოლით მოიგო. ტრავმის გამო არ უთამაშია დიბალას. კვარაცხელია და დიბალა ტალანტებს მიჩვეული ქომაგების თვალწინ თამაშობენ. ნაპოლი მარადონას, ხოლო რომა ტოტის იყო მიჩვეული. ეს ძველი, კარგი დრო იყო.
2023 წელს რომა ერთადერთი გუნდია, რომელმაც სერია A-ში ნაპოლიზე მეტი ქულა მოაგროვა - 10 (ნაპოლიმ 9). სპალეტი მოურინიოს წინააღმდეგ, კვარაცხელია დიბალას წინააღმდეგ. ეს ამ გუნდებისთვის შანსია, რათა დაამტკიცონ, რომ ყველაზე ძლიერები არიან.
ან ნაპოლი მოიპოვებს ოქროს ქულებს ჩემპიონობისკენ ან რომა მოიპოვებს ქულებს ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალ გზაზე, ყველაზე რთულ მოედანზე“.
- წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი შაბათს, 29 იანვარს 23:45 საათზე დაიწყება.