„რეალი მსაჯებზე ზეწოლას ახდენს, ათწლეულებია იგივე ხდება, ეს არის სისტემა“
Aa
Aa

„რეალი მსაჯებზე ზეწოლას ახდენს, ათწლეულებია იგივე ხდება, ეს არის სისტემა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადრიდის რეალი მსაჯებზე ზემოქმედებაში დაადანაშაულა.

„როხიბლანკოს“ წარმომადგენლები და ზოგადად მთელი გუნდი თვლის, რომ 1:0-ზე როცა ისინი წინ იყვნენ, „რეალისთვის“ არბიტრს დანი სებალოსი უნდა გაეძევებინა, რაც მატჩს პრაქტიკულად დაასრულებდა, თუმცა მსაჯმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო და „სამეფო კლუბმა“ ამით შეხვედრის გადარჩენის შანსი მიიღო.

„მე დიდ პატივს ვცემ მსაჯებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი განზრახვები ყოველთვის საუკეთესოა, მაგრამ ვინც გარედან უყურებს, ხედავს, რომ ათწლეულების განმავლობაში იგივე ხდება თითქმის ყოველთვის. სამწუხაროდ, აღარავის უკვირს, ეს სულაც არ არის სიახლე, უბრალოდ ისტორია უნდა გაიხსენო.

მადრიდის რეალი ძალიან ძლიერი გარემოს მქონე კლუბია, ამ კლუბის გარშემო ყოველთვის ბევრი განსხვავებული ინტერესი ტრიალებს. ისინი ქმნიან ისეთ ზეწოლას, რომ ნორმალურია, ეს გავლენას ახდენს მათზე, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. და მათ (გადაწყვეტილების მიმღებებმა) იციან, რა ელის მათ, თუ შეცდომით დააზარალებს მათ (მადრიდის რეალს).

ეს სისტემაა და ატლეტიკო ამას მარტო ვერ შეცვლის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ და გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი ინდუსტრია უფრო ძლიერი და სამართლიანი გავხადოთ, ყველა კლუბისთვის. სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებისას სტადიონს და მაისურის ფერს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

ჩვენმა ფეხბურთელებმა მინდორზე გუშინდელი ზეწოლის შედეგები განიცადეს და ეს მაბრაზებს, ისევე როგორც ნებისმიერ გულშემატკივარს, განურჩევლად გუნდისა, რომელიც მოელის, რომ ყველასთვის ერთი და იგივე კრიტერიუმები იქნება.

სებალოსს წესების თანახმად მეორე ყვითელი უნდა მიეღო, ეს უდავო იყო. რეალი საკუთარ მოედანზე თამაშობდა, კოპა დელ რეის მეოთხედფინალს და მათი ათი კაცით დატოვება სერიოზული ამბავი იყო. ჩვენ ამ სისტემას მიჩვეულები ვართ“.

- ამბობს მიგელ ანხელ ხილ მარინი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian: წლის საუკეთესო მესი, ხვიჩა მე-40 ადგილზეა
The Guardian: წლის საუკეთესო მესი, ხვიჩა მე-40 ადგილზეა